“მანჩესტერ იუნაიტედს” ზაფხულში “აიაქსის” ახალგაზრდა ფეხბურთელის იურეან ტიმბერის საკუთარ რიგებში ხილვა სურს. როგორც სჩანს ინგლისური გრანდი ანხორციელებს კონკრეტულ ნაბიჯებს ნიდერლანდელის გადასაბირებლად.
Sky Deutschland- ის ჟურნალისტის ფროლიან პლეტენბერგის თქმით, მოლაპარაკებები 20 წლის მცველის ოლდ ტრაფორდზე შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ეტაპზეა. “ბაიერნი” კიდევ ერთი გუნდია, რომელიც ფეხბურთელს აკვირდება, მაგრამ ერიკ ტენ ჰაგის ყოფნამ ოლდ ტრაფორდზე შესაძლოა “წითელ ეშმაკებს” უპირატესობა მოაპოვებინოს ამ ბრძოლაში.
ვარაუდობენ, რომ “წითლებს” ეს ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდებათ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და სად ვიხილავთ ტიმბერს მომავალ სეზონში.