ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება – რა დაუჯდა ინგლისურ გრანდს დე იონგის ტრანსფერი?

“მანჩესტერ იუნაიტედმა” შეთანხმებას მიაღწია “ბარსელონასთან” ფრენკი დე იონგის თაობაზე, იტყობინება სანდო სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
“წითელი ეშმაკები” “ბლაუგრანას” ნახევარმცველის სანაცვლოდ 65 მილიონ ევროს(54 მილიონი ფუნტი) + ბონუსებს გადაუხდიან.
მიუხედავად იმასა, რომ გარიგება ჯერ დადასტურებული არ არის, მხარეები მოლაპარაკებების დასრულებას ხუთშაბათამდე მოიაზრებენ.
მედიაში ასევე იწერება ინფორმაცია, რომ ფრენკი ოლდ ტრაფორდის ბინადრებთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი ანაზღაურება კვირაში 250 000 ფუნტი იქნება.

Leave a comment