ფაბრიციო რომანო : ტენ ჰაგი ამ ფეხბურთელს გუნდში მნიშვნელოვან როლს დაპირდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ფეხბურთელს შეატყობინა, რომ მომავალ სეზონში მას საკვანძო ფიგურად მოიაზრებს და მნიშვნელოვან როლსაც მიანიჭებს, როგორც ამას სანდო ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო აცხადებს. 
ეს ნიდერლანდელი ნახევარმცველი დონი ვან დე ბეეკია, რომელიც მომავალ სეზონში “წითლების” რიგებში მნიშვნელოვან როლს მოირგებს. ნიდერლანდელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ დონი თავის პოზიციაზე ტოპ-ფეხბურთელებში შედის.
25 წლის ფეხბურთელი ოლდ ტრაფორდზე 2020 წელს გადავიდა, თუმცა ძირითად გუნდში ადგილი ვერ დაიმკვირდა და ამ სეზონის მეორე ნახევარი იჯარით “ევერტონში” გაატარა.

Leave a comment