ფაბრიციო რომანო: ჰარი მაგუაიერის კლუბიდან წასვლის ნიშნები არ არსებობს

ცნობილი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს თქმით, ჰარი მაგუაიერის კლუბიდან წასვლის არანაირი “ნიშნები” არ არსებობს და ის დიდი ალბათობით ამ ზაფხულს ოლდ ტრაფორდს არ დატოვებს.
ფაქტობრივად, ცენტრალური მცველი იქნება ინგლისური გრანდის მთავარი ფიგურა პრემიერ-ლიგის 2022/23 წლების სეზონზე. კაპიტანს სურს საუბარი “წითლების” ახალ მწვრთნელთან ერიკ ტენ ჰაგთან, რათა  გაიგოს უფრო მეტი კლუბის სამომავლო გეგმების შესახებ.
რამდენიმე დღის განმავლობაში 29 წლის ფეხბურთელს “ბარსელონას” უკავშირენდნენ, თუმცა ეს ჭორები სწრაფად უარყვეს ესპანურმა წყაროებმა და ბრიტანულმა მედიამ.

Leave a comment