“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, პატრის ევრამ გამოაქვეყნა თავისი ავტობიოგრაფია სახელწოდებით I Love This Game, სადაც მან ისაუბრა სექსუალურ ძალადობაზე, რომელიც მან ბავშვობაში განიცადა.
მან წიგნის შესახებ ისაუბრა რეპორტიორ დარენ ლუისთან. ევრას სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენა სკოლის მასწავლებელმა, რომელმაც შესთავაზა მას სკოლაში ეცხოვრა და დახმარებოდა ვარჯიშში.
“არ მინდა, ხალხმა ის განიცადოს, რაც მე გადავიტანე. როდესაც ეს ხდება, შენ გრცხვენია საკუთარი თავის, თავს დამნაშავედ გრძნობ, არ იცი, დაგიჯერებს თუ არა ხალხი. თუმცა ძალიან გამიმართლა, რომ გავიცანი ჩემი ცხოვრების ქალი მარგო, რომელიც დამეხმარა ამ სიტუაციიდან გამოსვლაში და საკუთარი თავის გახსნაში.” – განაცხადა პატრის ევრამ.