“მანჩესტერ იუნაიტედის” 2021/22 წლების პრემიერ-ლიგური სეზონი კვირას “კრისტან პალასის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში დასრულდება.
რამდენიმე კვირიანი დასვენების შემდეგ, ფეხბურთელები კლუბს ივლისის თვეში დაუბრუნდებიან აზიისა და ავსტრალიის სპეციალური ტურისთვის. ზაფხულში ინგლისური გრანდი 4 წინასასეზონი მატჩს გამართავს.
დაგეგმილი წინასასეზონო მატჩები ასე გამოიყურება:
“ლივერპულის” წინააღმდეგ (12 ივლისი, ბანგკოკი)
Vs “Melbourne Victory” (15 ივლისი, მელბურნი)
“კრისტალ პალასის” წინააღმდეგ (19 ივლისი, მელბურნი)
“ასტონ ვილას” წინააღმდეგ (23 ივლისი, პერტი)