“ჩვენ არ გვინდა მისნაირი ფეხბურთელის დაკარგვა” – “აიაქსის” ახალი მწვრთნელი მარტინესზე საუბრობს

“აიაქსის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ალფრედ შროდერმა ლისანდრო მარტინესის გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა და განაცხადა:
“ჩვენ გუნდის წარმომადგენლებს განვუცხადეთ, რომ მისნაირი ფეხბურთელის დაკარგვა არ გვინდა. ეს გამორიცხულია. ვვარაუდობთ, რომ ეს არ მოხდება და მარტინესი ჩვენთან დარჩება” – განაცხადა ალფრედ შროდერმა.
ამასთან არგენტინელი ფეხბურთელი “წითელი ეშმაკების” ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. მისი ოლდ ტრაფორდზე ხილვა ერიკ ტენ ჰაგის პირადი მოთხოვნაა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ “წითლებმა” “აიაქსს” 24 წლის ფეხბურთელის თაობაზე 43 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა როგორც უცხოური მედია აცხადებს, ნიდერლანდულმა გრანდმა ამ წინადადებაზე უარი განაცხადა.

Leave a comment