ცნობილია – რა დაუჯდება “იუვენტუსს” პოგბას ტრანსფერი

ტურინის “იუვენტუსს” ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას ტრანსფერი 80 მილიონი ევრო დაუჯდება, ციტირებს  La Gazzetta dello Sport-ი.
მიუხედავად “პსჟ”-ს და “რეალის” ინტერესისა, დიდი ალბათობით “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი “ბიანკონერისთან” 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
წყარო ასევე სძენს, რომ პოგბას წლიური ხელფასი 7,5-8 მილიონი ევრო იქნება. ბონუსების დამატებით, შემოსავალი 10 მილიონამდე გაიზრდება.
ნახევარმცველი იტალიურ გრანდში ადრეულ წლებში ირიცხებოდა, სადაც სულ 178 მატჩი გამართა, 34 გოლი გაიტანა და 40 საგოლე გადაცემა მიიწერა.

Leave a comment