“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა MUTV-სთან ინტერვიუში წინასასეზონო სავარჯიშო სესიები შეაფასა და განაცხადა:
“რა თქმა უნდა, მინდა ჩემს გუნდში ენერგია შემოვიტანო. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ეს ფეხბურთელები ძალიან კარგად თამაშობენ. ისინი ნამდვილად არიან კონცენტრირებულნი. მათ სიამოვნებთ ფეხბურთის თამაში და ერთადაც ნამდვილად კარგად მუშაობენ.
ჩვენ გვინდა ვითამაშოთ პროაქტიული სტილის ფეხბურთი, ბურთით და ბურთის გარეშე. ამის გაკეთება ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს. ” – განაცხადა ერიკ ტენ ჰაგმა.
“წითლები” გუშინ გაემგზავრნენ ტაილანდში წინასასეზონო ტურზე. ინგლისური გრანდი ექვს შეხვედრას გამართავს. პირველი დაპირისპირება კი 12 ივლისს “ლივერპულის” წინააღმდეგ არის ჩანიშნული.