ჰარი მაგუიერი თავის კრიტიკას გამოეხმაურა

ჰარი მაგუაირმა ინტერვიუ მისცა The Express-ს, სადაც ისაუბრა იმაზე თუ რატომ არ შედგა მისი ტრანსფერი “ვესტ ჰემში” ამ ზაფხულს.”მან მოკლედ სთქვა ჩვენ უბრალოდ ვერ შევთანხმდით ჩემს წასვლაზე”. – ფაქტობრივად კლუბს გაუხარდა,ლ რომ დავრჩი და მეც გახარებული ვიყავი”რა თქმა უნდა ჩემი კარიერა ეროვნულ ნაკრებში ჩემთვის სერიოზული პრიორიტეტია, ისევე როგორც კლუბში.”ნაკრებში გასული სეზონი დავასრულე ორი ძალიან კარგი თამაშით და ვითამაშე ბოლო ხუთივე მატჩში, რაც დაგვეხმარა იმ საკვალიფიკაციო პოზიციის მიღწევაში რომელშიც ახლა ვართ. ასე რომ მე უნდა გავაგრძელო მუშაობა.„რაც შეეხება საკლუბო საქმეებს, მე არ მსურს რაიმე პროცესში კულისებს მიღმა ჩარევა, უბრალოდ ფეხბურთის თამაში მინდა. პირველი ოთხი კვირა ადვილი არ იყო. ახლა მატჩები კვირაში ერთხელ ტარდება და ჯერჯერობით მწვრთნელმა არ შემიყვანა განაცხადში, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ამ სეზონში ბევრ მატჩს ვითამაშებ“.„ჩემს თავს არ დავარქმევ ისეთ ადამიანის სახელს, რომელსაც პრობლემები აქვს ზეწოლის გამო. ოთხი წლის განმავლობაში მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი ვიყავი და ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ბევრი რთული მომენტი გამოვიარე, მაგრამ ბევრი კარგიც იყო და ჩემთვის ყოველთვის პატივი იყო კაპიტნის სამკლაურის ტარება. “მე არაერთხელ ვყოფილვარ სერიოზული ზეწოლის ქვეშ და ვერ ვიტყვი რომ მიჩვეული ვარ, მაგრამ შემიძლია გავუმკლავდე ამას”.

Leave a comment