“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ ფეხბურთელს დეილი ბლინდს “წითელი ეშმაკების” ინტერესზე ჰკითხეს იურეან ტიმბერის მიმართ, რაზეც ნიდერლანდელმა განაცხადა:
“ის საკმაოდ ჭკვიანია, რომ გააკეთოს არჩევანი. არ მჭირდება იმის ახსნა, თუ როგორი ნიჭიერი ფეხბურთელია და რამდენად მნიშვნელოვანია იგი ჩვენთვის. რა თქმა უნდა, როგორც თანაგუნდელი, იმედი მაქვს, რომ ის კიდევ ერთი წელი დარჩება ჩვენთან. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ აიაქსმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მის შესანარჩუნებლად.” – განაცხადა დეილი ბლინდმა.
მიუხედავად “წითელი ეშმაკების” ინტერესისა ახალგაზრდა ფეხბურთელს კლუბის დატოვება არ სურს, რადგან “აიაქსი” მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, განსხვავებით ინგლისური გრანდისგან, რომელმაც ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა.