“მანჩესტერ იუნაიტედმა” 2021/22 წლების ბოლო პრემიერ-ლიგური მატჩი გამართა “კრისტალ პალასის” წინააღმდეგ, სადაც დამარცხდა ანგარიშით 1-0. მატჩის შემდეგ BBC-სთან კომენტარი გააკეთა დავიდ დეხეამ, რომელმაც განაცხადა:
“მინდა დავივიწყო ეს სეზონი და მომავალი სეზონისთვის 100 % მზად ვიყო. ეს იყო საშინელი სეზონი, ძალიან ცუდი ყველა კომპონენტში. დროა დავისვენოთ და მომდევნო სეზონზე ვიფიქროთ. ვისაც დარჩენა სურს კლუბში დარჩეს, ვისაც არ სურს დარჩენა შეუძლია წავიდეს. აღფრთოვანებული ვარ ახალი მწვრთნელით. იმედია გავუმჯობესდებით და იუნაიტედი უკეთესს მდგომარეობაში იქნება. ჩვენ უნდა გვჯეროდეს მომავლის.” – განაცხადა დავიდ დეხეამ.
წელს ესპანელი მეკარესთვის გამორჩეული სეზონი იყო. 31 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ამ სეზონზე 127 მოგერიებული ბურთია. რაც შეეხება “წითელ ეშმაკებს”, ინგლისურმა გრანდმა წაგების მიუხედავად მაინც მოახერხა ევროპა ლიგის საგზურის მოპოვება. წინ ძალიან საინტერესო და დაძაბული სეზონი გველოდება.
