“აიაქსთან” მიცემულ ბოლო ინტერვიუში ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ერიკ ტენ ჰაგმა, 2019 წლისს ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ, რონალდუსთან საუბარი გაიხსენა და განაცხადა:
წყარო The Metro ციტირებს 52 წლის მწვრთნელის სიტყვებს: “ეს იყო საინტერესო საუბარი კრიშტიანუსთან. ის არის ნამდვილი ლიდერი და უბრალოდ ბრწყინვალე ფეხბურთელი. მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას” – განაცხადა ერიკ ტენ ჰაგმა.
დიდი ალბათობით 37 წლის ფეხბურთელი ოლდ ტრაფორდზე დარჩება, იმის მიუხედავად, რომ გუნდი ყველაზე პრესიტიჟულ ტურნირზე მონაწილეობას ვერ მიიღებს. როგორც წყარო აცხადებს თავად პორტუგალიელმა ვარსკვლავმა გამოთქვა სურვილი ინგლისში დარჩენის და ერიკ ტენ ჰაგთან ერთად მუშაობის.
