“მანჩესტერ იუნაიტედი” “ჰოფენჰაგემის” მარცხენა-მცველის, დევიდ რაუმის შეძენით არის დაინტერესებული, ციტირებს Sky Germany-ი.
“წითელი ეშმაკები” გერმანელი მცველის სანაცვლოდ 34 მილიონი ფუნტის გადახდას თანხმდებიან, თუმცა 24 წლის ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვა ინგლისური გრანდის გარდა “ვესთ ჰემს” და “ნიუკასლსაც” სურს.
დევიდი გასულ სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო გერმანიის ჩემპიონატში, სადაც მთელი სეზონის განმავლობაში 13 საგოლე გადაცემა მიიწერა.
ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და ვიხილავთ თუ არა მარცხენა-მცველს მომდევნო სეზონში ოლდ ტრაფორდზე.
