კანავარო: “ასეთ ფორმაში მყოფი პოგბა იუვენტუსს და საფრანგეთის ნაკრებს არ გამოადგება”

“იუვენტუსის” ლეგენდამ ფაბიო კანავარომ პოგბას იტალიაში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა და განაცხადა:
“პოგბა იუვენტუსში? იმედი მაქვს, ისევ ვიხილავთ ნამდვილ პოლს, ისეთს როგორიც ადრე იუვენტუსში იყო. ასეთ ფორმაში მყოფი პოგბა კი იუვენტუსს და საფრანგეთის ნაკრებს არ გამოადგება” – განაცხადა ფაბიო კანავარომ.
როგორც ვრცელდება ინფორმაცია, 29 წლის ფეხბურთელმა იტალიურ გრანდთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, ტრანსფერი კი რამდენიმე დღეში გაოფიციალურდება.

Leave a comment