კრისტიან ერიქსენი: “ჩემპიონთა ლიგური ფეხბურთი ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის”

კრისტიან ერიქსენმა Viaplay- სთან მიცემულ ინტერვიუში თავის მომავალზე ისაუბრა, სადაც განაცხადა:
“მე მაქვს ბევრი შეთავაზება სხვადასხვა კლუბებიდან, რომლებსაც განვიხილავთ. და შემდეგ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას. სიამოვნებით ვითამაშებდი ჩემპიონთა ლიგაზე. ვიცი, რამდენად სახალისოა ეს, მაგრამ ჩემთვის ჩემპიონთა ლიგური ფეხბურთი მნიშვნელოვანი არ არის.” – განაცხადა კრისტიან ერიქსენმა.
დანიელით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული, მათ შორის ერთ-ერთი “მანჩესტერ იუნაიტედია” , რომელმაც 30 წლის ფეხბურთელს შეთავაზება უკვე გაუკეთა. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ერიქსენი.

Leave a comment