Independent-ის ცნობით, “ლაიპციგმა” კრისტოფერ ნკუნკუს ფასი დაადო. გუნდი მის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვს.
გერმანულ კლუბს 24 წლის ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, თუმცა თუ ფრანგმა წასვლა გადაწყვიტა, დაინტერესებულ კლუბებს მის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
ნკუნკუ “მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნეა, რადგან ერიკ ტენ ჰაგი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს.
ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და ვიხილავთ თუ არა ფეხბურთელს მომდევნო სეზონში ოლდ ტრაფორდზე.
