ინტერნეტ სივრცეში “მანჩესტერ იუნაიტედის” 2022/23 წლების ახალი გასვლითი ფორმის ფოტოები გავრცელდა.
Footy Headlines-ის მიერ გავრცელებული სურათები გვიჩვენებს, რომ “წითელი ეშმაკების” ახალი გასვლითი მაისური იქნება თეთრი – პირველად 2015/16 წლების შემდეგ.
კლუბის სამკერდე ნიშანს დაერთვება შავ ფერში დაფარული გერბი, იგივე ფერი გამოიყენება Adidas-ის ლოგოტიპისთვის და გუნდის სპონსორის TeamViewer-ის ლოგოსთვისაც.
