De Telegraaf-ის ჟურნალისტის მაიკ ვერვეიჯის თქმით, “მანჩესტერ იუნაიტედი” ამზადებს შეთავაზებას “აიაქსისთვის” ლისანდრო მარტინესის თაობაზე.
იურეან ტიმბერის ტრანსფერის ჩავარდნის შემდეგ, ინგლისური გრანდი მზად არის მთლიანად გადაერთოს არგენტინელისთვის ბრძოლაში და მის სანაცვლოდ 40 მილიონსაც კი იხდის.
24 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ნიდერლანდული კლუბის მაისურით სულ 36 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიიწერა.
ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და ვიხილავთ თუ არა, ახალგაზრდა ცენტრალურ-მცველს ოლდ ტრაფორდზე მომდევნო სეზონში.
