მატეიუს კუნია მანჩესტერ იუნატედში?

🌕 **ფაბრიციო რომანო:**

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ლიდერობს მატეუს კუნიას ტრანსფერისთვის ბრძოლაში. მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.

ამ დროისთვის განიხილება პირადი კონტრაქტის პირობები, რადგან „იუნაიტედს“ კარგად ესმის რომ კუნიათი სხვა კლუბებიც არიან დაინტერესებულნი. ასევე ცნობილია რომ მას კონტრაქტში გაწერილი აქვს გამოსასყიდი თანხა — **62.5 მილიონი ფუნტი**. პირველი კონტაქტები ფეხბურთელსა და კლუბს შორის პოზიტიური იყო.

🌘 **საიმონ ჯონსი (Mail):**

„მანჩესტერ იუნაიტედი“ სულ უფრო უახლოვდება შეთანხმებას „ვულვერჰემპტონის“ თავდამსხმელთან მატეუს კუნიასთან, რომელიც შესაძლოა უკვე მომავალ თვეში გახდეს „იუნაიტედის მოთამაშე“.

ტრანსფერის აქტივაცია მოითხოვს ზემოხსენებული თანხის გადახდას, თუმცა კლუბს იმედი აქვს რომ შეთანხმება მალე დაიხურება.

მთავარი კონკურენტი ამ ბრძოლაში „ნიუკასლი“ იყო, რომელიც მას მარცხენა ფლანგზე განიხილავდა, თუმცა როგორც ჩანს, კუნიასთვის უფრო მიმზიდველია რუბენ ამორიმის პროექტში საკვანძო როლის შესრულებაა.

📌 დამატებითი ინფორმაცია:

– „მანჩესტერ იუნაიტედი“ ასევე დაინტერესებულია „იფსვიჩის“ თავდამსხმელით **ლაიამ დელაპით**, თუმცა კონკურენცია იზრდება, განსაკუთრებით „ჩელსის“ მხრიდან.

– **მარკუს რაშფორდი**, **ჯეიდონ სანჩო**, **ანტონი**, **კაზემირო** და **ალეხანდრო გარნაჩო** შეიძლება ზაფხულში გაიყიდონ, თუმცა მათზე მაქსიმალური თანხის მიღება მარტივი არ იქნება.

– კლუბმა ასევე გამართა მოლაპარაკებები **ენცო კანა-ბიისკასთან**, „ჰავრის“ 18 წლის თავდამსხმელთან, რომლის კონტრაქტიც ზაფხულში იწურება.

Leave a comment