De Telegraaf – თან მიცემულ ინტერვიუში “აიაქსის” ფეხბურთელმა ენტონიმ თავის სათამაშო სტილზე ისაუბრა და განაცხადა:
“ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ტრიუკები მართლაც მაგარია და იქნებიან ადამიანები, რომლებიც არ აფასებენ მას. ვფიქრობ, ჩემი ქმედებები ფუნქციონალურია, რადგან მე მინდა დავანახო მეტოქეს, რომ მე ვარ ბოსი, მე ვარ მთავარი. და ხშირად ეს ყველაფერი გოლში ან საგოლე გადაცემაში გამოიხატება. ასე, რომ მე მართლაც არ მაინტერესებს რას ფიქრობენ სხვები” – განაცხადა ენტონიმ.
ბრაზილიელი ფეხბურთელი ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა ინგლისური გრანდისთვის. მისი ოლდ ტრაფორდზე ხილვა ახალ მთავრ მწვრთნელს ერიკ ტენ ჰაგს სურს, რომელიც 22 წლის ფეხბურთელს “აიაქსში” ყოფნის დროს წვრთნიდა.
