“მე მას ორი დღის წინ ვესაუბრე” – კუმანი დე იონგის მომავალზე საუბრობს

“ბარსელონას” ყოფილმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა  Esport3-თან მიცემულ ინტერვიუში ფრენკი დე იონგის შესახებ ისაუბრა და განაცხადა:
“მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ფრენკის ბარსელონაში დარჩენა სურს. მან მითხრა ეს 2 დღის წინ” – განაცხადა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.
მოვლენები კი 25 წლის ფეხბურთელის სურვილების საპირისპიროდ ვითარდება. “ბლაუგრანას” ფიფანსური პრობლემების გამო ნახევარმცველის გაყიდვა უწევს. 
როგორც მედიაში იწერება დე იონგის ტრანსფერი “მანჩესტერ იუნაიტედში” ამ კვირას დაიხურება და დიდი ალბათობით მას მომდევნო სეზონში ოლდ ტრაფორდზე ვიხილავთ.

Leave a comment