პატრის ევრა: “მანჩესტერმა ასეთი ფეხბურთელები უნდა დაიმატოს ზაფხულში”

კითხვაზე, თუ როგორ ფეხბურთელებზე უნდა გააკეთოს აქცენტი “მანჩესტერმა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, პატრის ევრამ Sky Sport-ს განუცხადა:
“ამჟამინდელი ფეხბურთელები ამდენი წელია აქ არიან, გულშემატკივრები მათზე მაღლა დგანან, ამიტომ ამას ბევრი ნეგატივი მოაქვს. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება ახალი სისხლი. ახალი მოთამაშეები? როგორი მოთამაშეები? მოვლენ ეს მოთამაშეები სამკერდე ნიშნისთვის? ან ფულისთვის მოვლენ თუ დიდებისთვის?მე უფრო მეტად ვეძებ ხასიათის მოთამაშეებს და მინდა ვიცოდე თუ რა არის მათი მანჩესტერში მოსვლის მიზეზი. დროა ცვლილებების. მე არ ვამბობ, რომ 10 მოთამაშე წავა და 10 მოვა და ეს ყველაფერი იქნება გამოსავალი. მაგრამ ეს კარგი გზაა ახალი ფურცხლის გადასაშლელად” -განაცხადა პატრის ევრამ

Leave a comment