“მანჩესტერ იუნაიტედი” “უოტფორდის” მეკარის, დანიელ ბახმანის დამატებით არის დაინტერესებული, აცხადებს ცნობილი გამოცემა The Athletic-ი.
“წითელი ეშმაკები” დინ ჰენდერსონის შემცვლელს ეძებენ, რომელიც კლუბს დიდი ალბათობით ძალიან მალე დატოვებს და პრემიერ-ლიგაში ახლად დაბრუნებულ “ნოტინგემ ფორესტს” შეუერთდება.
ბახმანმა გასულ სეზონში პრემიერ-ლიგის ეგიდით მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ვერცერთ შემთხვევაში კარის მშრალად შენახვა ვერ მოახერხა.
ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა აშკარაა, რომ ეს “წითლებისთვის” პირველი შენაძენი იქნება ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს.
