პოგბა “იუვენტუსში” გადაწყვეტილია – როდის უნდა დაველოდოთ გაოფიციალურებას?

ზაფხულში “მანჩესტერ იუნაიტედს” თავისუფალი აგენტის სტატუსით ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა დატოვებს, რომლის საკუთარ რიგებში ხილვა ტურინის “იუვენტუსს” სურს.
იტალიელები თვის ბოლომდე გეგმავენ პოგბას ტრანსფერის გაჩარხვას, როგორც ამას სანდო წყარო Gazzetta dello Sport-ი იტყობინება. სერია A-ს გიგანტები მზად არიან 29 წლის ფეხბურთელს სამწლიანი კონტრაქტი და ხელფასის სახით ყოველწლიურად 10 მილიონი ევრო შესთავაზონ.
ვარაუდობენ, რომ პოლს სურს ერიკ ტენ ჰაგთან საუბარი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თუმცა როგორც წყარო სძენს მისი ოლდ ტრაფორდიდან წასვლა ოფიციალურად დადასტურებულია.

Leave a comment