“ეს არის ახალი სეზონი, ეს არის ახალი დასაწყისი” – თქვა რაფაელ ვარანმა MUTV-სთან მიცემულ ინტევიუში.
“კლუბში ყველა აღფრთოვანებულია ერიკ ტენ ჰაგის მოსვლით. ცხადია, ჩვენ გვინდა კარგად ვითამაშოთ და მოვიგოთ ყველა თამაში, ამიტომ ახალი სეზონისთვის უნდა მოვემზადოთ და ვფიქრობ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვივარჯიშოთ და ვიყოთ მზად. ” – განაცხადა რაფაელ ვარანმა.
ტენ ჰაგი მალე შეხვდება ფეხბურთელებს, რადგან კლუბი იწყებს ახალი 2022/23 წლების სეზონისთვის მზადებას.
შეგახსენებთ იმასაც, რომ გასულ სეზონში “იუნაიტედმა” პრემიერ-ლიგა მეექვსე ადგილზე დაასრულა და გამარჯვებულ “მანჩესტერ სიტის” 35 ქულით ჩამორჩა.
