ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “მანჩესტერ იუნაიტედს” ნახევარდაცვის გაძლიერება სურს.
მთავარი ფავორიტი ამ პოზიციაზე კი “ბრენფორდის” ყოფილი ფეხბურთელი, კრისტიან ერიქსენია, რომელსაც ინგლისურმა გრანდმა შეთავაზებაც კი გაუკეთა.
როგორც The MIRROR-ი აცხადებს, “წითლები” დანიელს 2 წლიან კონტრაქტს და კვირაში, ხელფასის სახით 150 000 ფუნტს სთავაზობენ, რაც იმაზე მეტია, რასაც 30 წლის ფეხბურთელი “ფუტკრების” რიგებში იღებდა.
უცხოურ მედიას თუ დავუჯერებთ, “ტოტენჰემს” ერიქსენის დამატება არ სურს, ამიტომ “მანჩესტერი” ამ ბრძოლაში ფავორიტია. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება თავად ფეხბურთელმა უნდა მიიღოს.
