“მანჩესტერ იუნაიტედმა” პირველი ტრანსფერი განახორციელა ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ტაირელ მალასიას სახით, აცხადებს ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
როგორც წყარო სძენს, ნიდერლანდელი “მანჩესტერში” დღეს გაფრინდება, სამედიცინო შემოწმების პირველ ნაწილს ნაშუადღევს გაივლის. ორშაბათს კი მეორე ნახევარია დაგეგმილი, ამის შემდეგ კი მალასია ახალ კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და ოფიციალურად “იუნაიტედის” ფეხბურთელი გახდება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი “ლიონში” გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც საქმეში ინგლისური გრანდი ჩაერთო, ფეხბურთელმა ინგლისში თამაში ამჯობინა. “წითლებმა მაცხენა-მცველი “ფეინოორდიდან” 17 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინეს.
