Manchester Evening News-ის ჟურნალისტის, სამუელ ლუკჰერსტის თქმით “მანჩესტერ იუნაიტედი” ძალიან მალე მიაღწევს შეთანხმებას “ბარსელონასთან” ფრენკი დე იონგის თაობაზე.
როგორც წყარო სძენს, მხარეები მოლაპარაკებების დასრულებას ხუთშაბათს მოიაზრებენ და დიდი ალბათობით 25 წლის ნახევარმცველი ამ კვირას ინგლისური გრანდის ფეხბურთელი გახდება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ პირველი წინადადების უარყოფის შემდეგ, “წითელმა ეშმაკებმა” “ბლაუგრანას” ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო + ბონუსები შესთავაზეს.
“წითლებს” დე იონგთან პირადი კონტრაქტის დეტალები ჯერ არ შეუთანხმებიათ, თუმცა როგორც ლუკჰერსტი ციტირებს ეს პრობლებმას არ წარმოადგენს.
