“მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ არნოლდმა ისაუბრა “იუნაიტედსა” და ფრეკი დე იონგს შორის არსებულ ვითარებაზე, შაბათს შეკრებილ გულშემატკივრებთან და განაცხადა:
“ფული პრობლემა არ არის, დე იონგის გასაფორმებლად ყველაფერს გავაკეთებთ. ის დიდი ფეხბურთელია. როგორც კლუბი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს. არის კიდევ ბევრი რამ, რასაც აქ ვერ ვიტყვი” – განაცხადა რიჩარდ არნოლდმა.
ინგლისურ გრანდსა და “ბარსელონას” შორის მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. “წითელმა ეშმაკებმა” “ბლაუგრანას” 25 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო + ბონუსები შესთავაზეს.
ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და დათანხმდება თუ არა ესპანური კლუბი ამ წინადადებას.
