“მანჩესტერ იუნაიტედს” ამ ზაფხულს მინიმუმ ოთხი ფეხბურთელი დატოვებს. ჯესი ლინგარდი, ნემანია მატიჩი, ედინსონ კავანი და პოლ პოგბა, რომლის წასლვა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. რამდენიმე მოთამაშის წასვლის ფონზე, ინგლისურ გრანდს აშკარად სჭირდება ახალი ნახევამრცველის დამატება.
ცნობილმა აგენტმა ხორხე მენდეშმა კი ოლდ ტრაფორდის ბინადრებს მარკო ასენსიოს ტრანსფერი შესთავაზა. 26 წლის ფეხბურთელი აშკარად ვეღარ იღებს იმდენ სათამაშო დროს, რამდენსაც წინა წლებში იღებდა. მან 2021/22 წლების სეზონის განმავლობაში ლა ლიგის ეგიდით მხოლოდ 19 მატჩი ჩაატარა და ჩემპიონთა ლიგაზე სულ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
აქვე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ესპანელს “რეალთან” კონტრაქტი 12 თვეში ეწურება, რაც ტრანსფერს უფრო რეალურს ხდის.
