“მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი, მარკუს რეშფორდი გასულ წელს რასიზმის მსხვერპლი გახდა, მას შემდეგ, რაც მისი გაფუჭებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ, ინგლისი ევრო 2020-ის ფინალში იტალიასთან დამარცხდა.
გულშემატკივარმა ინგლისელ ფეხბურთელს სოციალურ ქსელში დაუწერა: “თქვენ ხართ ცბიერი გუნდი, არ მჯერა, რომ ეს არის ნაკრები, რომელსაც ვგულშემატკივრობ. და ვერ ვხვდები ნ**** რეშფორდი სუპერვარსკვლავად რატომ ითვლება. უგუნური მოთამაშე, შენ იმსახურებ შეურაცყოფას, რასიზმს”
ეხლა კი 24 წლის ფეხბურთელმა გადაწყვიტა ამ რასისტული შეურაცყოფის გამო ქომაგს სასამართლოში უჩივლოს და ამისთვის 10 ადვოკატიც კი დაიქირავა.
მარკუს £15,000 ფუნტის ოდენობის კონპენსაცია სურს, თუმცა ინგლისელისთვის მთავარია, რომ ქომაგი დამნაშავედ ცნონ და შესაბამისად დასაჯანონ მისი ქმედებებისთვის.
