ალეხანდრო გარნაჩო ამერიკის ილინოისის შტატის ჯოლიეტის ციხეში ჩავიდა, სადაც მისი საყვარელი სერიალის “Prison Break” პირველი სეზონი გადაიღეს, რომლის პერსონაჟები “იუნაიტედის” თავდამსხმელის ერთ-ერთ ტატუზეცაა.
ციხე დაიხურა 2002 წელს და მას შემდეგ გახდა მრავალი ფილმისა და სერიალის გადაღებების ადგილი – “ძვლები”, “მენტალისტი”, “ხერხი 2”, “საწყობი 13” და სხვა.
გარნაჩომ გამოაქვეყნა ფოტო „ჯოლიეტადან“ და FOX-ის სტუდიას როგორც მსახიობს თავისი მომსახურება შესთავაზა: „ძვირფასო „გაქცევის“ შემქმნელებო, შეგიძლიათ დამირეკოთ თუ მოულოდნელად გადაწყვეტთ ახალი სეზონის გადაღებას! 🙏🏽😅.”
2018 წლის იანვარში FOX-მა გამოაცხადა რომ სერიალის მეექვსე სეზონი დამუშავების პროცესში იყო, მაგრამ წელიწადნახევრის შემდეგ მიატოვეს იდეა.