17 წლის ჰარი ამასსს, რომელიც ბეტისთან მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო, ახალ სეზონში ტენ ჰეგის გუნდში ფეხის მოკიდების იმედი აქვს.
“როდესაც აქ მოვედი ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო პირველ გუნდში მოხვედრა და “იუნაიტედში” ვარჯიშებზე მაშინვე მაჩვენეს როგორ გამეკეთებინა ეს”, – თქვა ჰარიმ მატჩის შემდგომ ინტერვიუში.
„მე ვუყურებდი კობის მსგავს ბიჭებს რომელიც გასულ წელს აკადემიაში თამაშობდა და ეხლახან ევრო ფინალში იყო. მე ვნახე გარნაჩო რომელმაც პირველი გუნდის დებიუტი 17 წლის ასაკში შეასრულა. ასეთი მაგალითები აჩვენებს რომ მთავარი გუნდისკენ გზა არსებობს“.
„თუ საკმარისად კარგი ხარ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს – ეს არის მთავარი პრინციპი. აქ მათ ნამდვილად არ აინტერესებთ რამდენი წლის ხარ. ”
„ლუკ შოუ? ვფიქრობ, მისგან ბევრის სწავლა შემიძლია. ვფიქრობ ის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ჩვენ მას ყოველდღე ვესაუბრებით, ვეკითხები სხვადასხვა დეტალებს და ნრჩევებს“.