The Athletic-ის ცნობით მანჩესტერ იუნაიტედი 100 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის აშენებას გეგმავს, თუკი გადაწყვეტილება მიიღება ახალი ოლდ ტრაფორდზე გადასვლის შესახებ.
ექვსნიშნა ციფრიანი სტადიონი რეალისტურია ბილეთებზე მუდმივად მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით. გამოცემის ცნობით სტადიონზე ვითარების შესასწავლად შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა შეაფასა „ოლდ ტრაფორდის“ რეკონსტრუქციის შესაძლებლობა, მაგრამ ამჟამად ორიენტირებულია ახალი სტადიონის პროექტზე და მისი დაფინანსების ვარიანტებზე, რადგან ამ ვარიანტს მიიჩნევს საუკეთესოდ.
სერ ჯიმ რეტკლიფი ასევე მხარს უჭერს ახალ სტადიონს, ვიდრე ოლდ ტრაფორდის განახლებას, და კლუბი დარწმუნებულია რომ მათ შეუძლიათ ახალი ობიექტის აშენება არსებული სტადიონის გვერდით, რაც გუნდს საშუალებას მისცემს განაგრძოს თამაში მშენებლობის დროს.
ჯგუფი ლორდ სებასტიან კოის ხელმძღვანელობით ოთხჯერ შეიკრიბა ბოლოს გასულ კვირას – და ამ შეხვედრაზე გარი ნევილმა დასვა კითხვა როგორი იქნებოდა ახალი სტადიონი არქიტექტურულად.
ჯგუფში კონსენსუსია რომ ახალმა სტადიონმა უნდა შეინარჩუნოს ოლდ ტრაფორდის მემკვიდრეობა – დიზაინი შეიძლება შეიცავდეს, ჯგუფი თვლის რომ სტადიონის გარეგნობა კლასიკას უნდა ემორჩილებოდეს და არა უახლესი ფორმებს. “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი სახლის მშენებლობას სავარაუდოდ, 6 წელი დასჭირდება.
პროექტის დაფინანსება რჩება მნიშვნელოვან საკითხად და რატკლიფი ელის რომ ექსპერტები შეაფასებენ ყველა ვარიანტს და შესაძლებლობას ამ წლის ბოლომდე. ასევე შეიქმნება დამატებითი ჯგუფი იუნაიტედის ფანებთან კონსულტაციისთვის, რომელსაც MUST-ის თავმჯდომარე დუნკან დრასდო უხელმძღვანელებს.
კლუბი კონსულტაციებს გამართავს მანჩესტერის საზოგადოებასთან რადგან მიაჩნიათ რომ სტადიონის ირგვლივ უნდა განთავსდეს ურბანული ობიექტების მთელი სპექტრი რაც გამოიწვევს ახალი ეკონომიკური და სოციალური ცენტრის შექმნას.
იუნაიტედი კარგ მაგალითად თვლის So-Fi სტადიონის მშენებლობას ინგლვუდში, კალიფორნია, რომელმაც შეძლო ქალაქის გარდაქმნა. სტადიონის ირგვლივ გაიხსნა რესტორნები, საცალო ვაჭრობის ობიექტები, სხვადასხვა ატრაქციონები და თეატრიც კი. კლუბში მიაჩნია რომ მსგავსი რამ შეიძლება გაკეთდეს მანჩესტერშიც, ოლდ ტრაფორდის ტერიტორია დააკავშიროს მედია სიტისთან, რომელიც მდებარეობს მდინარის მეორე მხარეს.
The Athletic ასევე წერს, რომ მანჩესტერ იუნაიტედის ოპერაციული დირექტორი კოლეტ როუჩი So-Fi Stadium-ის გარდა მადრიდის რეალის განახლებულ სტადიონს ეწვია, რათა მეტი გაეგო თუ როგორ განხორციელდა სარემონტო პროექტი.