BBC: ვან-ბისაკას და კიდევ 3 ფეხბურთელის მომავალი “მანჩესტერში” გარკვეულია

“მანჩესტერ იუნაიტედი” პოლ პოგბამ, ხუან მატამ, ედინსონ კავანიმ და ჯესი ლინგარდმა თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვეს. 
ასევე იგეგმება ამ ზაფხულს აარონ ვან-ბისაკას, ალექს ტელეშის, დინ ჰენდერსონისა და ენტონი მარსეალის გუნდიდან გაშვება, როგორც ამას BBC იტყობინება. ინგლისური გრანდი მზადაა მოლაპარაკებები გამართოს იმ კლუბებთან, რომლებიც ამ ფეხბურთელების დამატებით არიან დაინტერესებულნი.
რაც შეეხება “წითელ ეშმაკებს”, როგორც სპორტულმა დირექტორმა- ჯონ მურტოგმა აღნიშნა, ინგლისური გრანდი ცვლილებებისთვის ემზადება და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბევრი ახალი ფეხბურთელის დამატებას გეგმავენ.

Leave a comment