“მანჩესტერ იუნაიტედი” პოლ პოგბას “ერთგულების” ბონუსს მისცემს, მიუხედავად იმისა, რომ მან ოლდ ტრაფორდიდან წასვლა ისურვა, როგორც ამას სანდო წყარო Daily Maill-ი აცხადებს.
წყაროს ცნობით, “წითელი ეშმაკები” ფრანგს 3,78 მილიონ ფუნტის პრემიას მისცემენ კონტრაქტში ჩადებული პუნქტის გამო. საერთო ჯამში ინგლისურმა გრანდმა დახარჯა 218 მილიონი ფუნტი პოგბას ტრანსფერზე მას შემდეგ, რაც 2016 წელს ხელახლა გაიფორმეს იგი. ეს მოიცავს მის თავდაპირველ სატრანსფერო საფასურს, აგენტის საფასურს და ბონუსებს.
29 წლის ნახევარმცველი თვის ბოლოს “წითლების” რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით მეორედ დატოვებს კარიერაში და დიდი ალბათობით იტალიურ გრანდს ტურინის “იუვენტუსს” შეუერთდება.