დევიდ დე ხეას ფეხბურთში დაბრუნების შესახებ ჭორების ფონზე, The Athletic აქვეყნებს სტატიას რომელიც მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილ მეკარეს ეძღვნება.
გამოცემის ცნობით, დე ხეას ახლა რამდენიმე შემოთავაზება აქვს საუდის არაბეთის, ამერიკისა და იტალიის კლუბებიდან და მოსალოდნელია, რომ 33 წლის ესპანელის მომავლის შესახებ სიახლეები შესაძლოა მომავალ კვირას გაჩნდეს.
წყაროებმა ასევე განუცხადეს The Athletic-ს, რომ დევიდი უკლუბოდ დარჩენის შემდეგ პირველ თვეებში ის ფიქრობდა კარიერის დასრულებაზე დე ხეამ დაადანაშაულა ერიკ ტენ ჰაგი და ჯონ მურტაუ “იუნაიტედიდან” წასვლისთვის და მის გარშემო მყოფებსაც კი უთხრა რომ მზად იქნებოდა “ოლდ ტრაფორდზე” დასაბრუნებლად, თუ ეს ორი დატოვებდა კლუბს.
თუმცა შემდეგ დევიდმა თავი ხელში აიყვანა, თავი დაანება ფიქრს ფეხბურთის მიტოვებაზე და კვირაში 3-4-ჯერ დაიწყო ვარჯიში პირადი მწვრთნელის ხელმძღვანელობით,
დე ხეა დარჩა კლუბთან კავშირში, რეგულარულად ხვდებოდა ყოფილ თანაგუნდელებს და აღმოჩნდა რომ მხარს უჭერდა “იუნაიტედის” ქალთა გუნდს პსჟ-ს წინააღმდეგ გასული წლის ოქტომბერში, მაგრამ წასვლის შემდეგ მას არც ერთხელ არ გამოჩენილა ოლდ ტრაფორდზე ან “კარინგტონზე”.
დე ხეა ოდესღაც პორტუგალიელი “სუპერ აგენტის” ჟორხე მენდეშის კლიენტი იყო, მაგრამ ახლა მის ინტერესებს წარმოადგენდა ნაკლებად ცნობილი აგენტი ხოსე კარლოს ბუზასი მისი ახლო წრიდან. ამან ნაწილობრივ შეანელა კლუბის ძებნა, იმის გათვალისწინებით, რომ მან დაკარგა კავშირები, რაც მენდეშს აქვს.
დევიდი იმედოვნებს რომ მისი მომავალი უახლოეს დღეებში გადაწყდება და მალე შეძლებს ახალი კლუბის გამოცხადებას სადაც ის ითამაშებს. მისი სასურველი ვარიანტია აშშ-ის დასავლეთ სანაპირო, მაგრამ არის ევროპაში დარჩენის ვარიანტებიც.
The Athletic-ის დევიდთან დაახლოებული წყაროების თანახმად ის არ აპირებს პრემიერ ლიგაში დაბრუნებას, რადგან მას არ სურს სხვა ინგლისურ გუნდში თამაში, გარდა იუნაიტედისა.