ერიკ ტენ ჰეგის კომენტარები ბარნსლისთან ლიგის თასის მოგების შემდეგ (7-0):
🗣 თამაშის შესახებ:
„სიამოვნებით ვუყურებდი ჩვენს თამაშს. პირველი 15/20 წუთი შეიძლება ცოტა რთული იყო, მაგრამ ამის შემდეგ ჩვენ ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ, შევქმენით შესანიშნავი მომენტები და გავიტანეთ შესანიშნავი გოლები.
🗣 ალეხანდრო გარნაჩოს შესახებ:
“მას ყოველთვის აქვს კარგი შანსები და ძალიან მშვიდია კარის წინ.”
🗣 იმის შესახებ, არის თუ არა დღევანდელი თამაში თამაშის პრინციპების მაგალითი:
“ეს არის მაგალითი, მაგრამ ვფიქრობ ჩვენ ეს წარსულში ძალიან კარგი მატჩებით ვაჩვენეთ. ჩვენ გვინდა პროგრესი სეზონის წინსვლასთან ერთად. ამ სეზონში რაღაც დიდისკენ ვისწრაფვით. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და გავცეთ ყველაფერი, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად. ”
🗣 იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ამ საღამოს ეწოდოს იდეალური:
„შეიძლება ასეც თქვა, მაგრამ არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ გუნდისთვისაც იდეალური იყო. ჩვენ გავაკეთეთ ის რის გაკეთებასაც ვაპირებდით. რამდენიმე კარგი გოლი გავიტანეთ და გულშემატკივრები გავახარეთ. ჩვენ ვიმუშავეთ ჩვენს სათამაშო სტილზე. ჩვენ ბედნიერები ვართ.”
🗣 შემტევ მოთამაშეებს შორის კონკურენციის შესახებ:
„ისინი ძალიან ამბიციურები არიან. მაგრამ იმასაც ხედავთ რომ ბურთს უზიარებენ ერთმანეთს არ ფიქრობენ მხოლოდ ინდივიდუალურ შედეგებზე. მათ სურთ ერთმანეთს მისცენ პასები და გუნდური საქმე გააკეთონ.”
🗣 გატანილი გოლების მნიშვნელობის შესახებ:
“გოლები მხოლოდ მარკუს რაშფორდისგან არ უნდა იყოს. ჩვენ გვჭირდება მეტი ბომბარდირი, მაგრამ ვიცი რომ ბევრად უფრო ადვილია ფეხბურთელის ყოლა, რომელიც გოლების გარანტიას იძლევა.
“ამას ველოდები არა მხოლოდ მარკუს რაშფორდისგან, არამედ სხვა ფეხბურთელებისგანაც, რომლებიც თავდასხმით პოზიციებზე არიან. ჩვენ გვყავს სხვა დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელებიც რომლებსაც ნამდვილად სურთ გოლების გატანა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ მათ უნდათ გამარჯვება, მატჩების მოგება და თასების მოგება.
🗣 იმ “ნაპერწკლის” ზემოქმედებაზე, რომელიც რაშფორდმა გააჩინა საუთჰემპტონის წინააღმდეგ:
„ნდობა მნიშვნელოვანი ელემენტია, ეს არ არის ყველაფერი, არის სხვა კომპონენტებიც, მაგრამ ნდობა მნიშვნელოვანი ფაქტორია. მან უკვე იმდენი გოლი გაიტანა, ის იუნაიტედის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია.
🗣 გუნდის პროგრესის შესახებ:
„ეს არის დაუსრულებელი პროცესი. მე ვიცი რა მიმართულებით გვინდა წასვლა,
🗣 როტაციის შესახებ:
„როტაცია იქნება. თქვენი დასკვნა რომ მე არ ვაქცევ სათანადო ყურადღებას მოთამაშეს როდესაც ის სასტარტო 11-ში ვერ შედის არასწორია. შემადგენლობას იმის მიხედვით ვადგენ, თუ რა ცვლილებები მჭირდება. ჩვენ გვყავს 11-ზე მეტი მოთამაშე, რომლებსაც შეუძლიათ მოედანზე გასვლა ყველა თამაშში.”