ESPN: ამ ორი მიზეზის გამო შეიძლება მაგუაიერი ტენ ჰაგის ფორმაციაში ვერ ჩაჯდეს

მომდევნო სეზონში ჰარი მაგუაიერს სასტარტო თერთმეტეულში მოხვედრა გარანტირებული არ აქვს და ძირითადისთვის ბრძოლა მოუწევს, როგორც ამას სანდო წყარო ESPN იტყობინება.
ამის მთავარი მიზეზი ტემპის ნაკლებობა და სწრაფ მცველებთან გამკლავების უუნარობაა. ამას ემატება ისიც, რომ ტენ ჰაგს უყვარს მაღალი დაცვის ხაზით თამაში, ინგლისელი ფეხბურთელი კი ნელია. 29 წლის მცველმა შესაძლოა მომავალ სეზონში კაპიტნის სამკლაურიც კი დაკარგოს, მის ნაცვლად კი ეს როლი შეიძლება  დავიდ დეხეამ ან კრიშტიანუ რონალდუმ  მოირგონ. 
თავის პირველ პრესკონფერენციაზე 52 წლის სპეციალისტმა ჰარის დიდი ფეხბურთელი უწოდა და თქვა, რომ მოუთმენლად ელის მასთან მუშაობას.

Leave a comment