“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი, რომელიც კლუბს ზაფხულში შეუერთდება, აპირებს გუნდში ძირეული ცვლილებების განხორციელებას. იწერებოდა იმის შესახებ, რომ ინგლისური გრანდი ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს 500 მილიონ ევროს დახარჯავდა.
თუმცა, როგორც სანდო წყარო ESPN იტყობინება ოლდ ტრაფორდის წარმომადგენლები ნიდერლანდელ სპეციალისტს 150 მილიონ ევროს გამოუყოფენ ტრანსფერებისთვის.
გუნდს ზაფხულში დიდი ალბათობით პოლ პოგბა, ჯესი ლინგარდი, ფილ ჯონსი, ჰატიჰ ჩონგი, ენტონი მარსეალი, ნემანია მატიჩი, ხუან მატა და ედინსონ კავანი დატოვებენ. ასევე ინგლისელები მზად არიან დინ ჰენდერსონის, ალექს ტელეშის, დიოგუ დალოსა და მარკუს რეშფორდით დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებები გამართონ. ვნახოთ, როგორ წარიმართება სიტუაცია, თუმცა აშკარაა, რომ წინ ძალიან ცხელი ზაფხული გველის.