ზაფხულში “მანჩესტერ იუნაიტედს” რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. ერთ-ერთი ასეთი კი ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბაა, რომლის გადაბირება არაერთ ევროპულ გრანდს სურს. მისი დამატების ფავორიტები “პსჟ” და “იუნვენტუსი” იყვნენ, რომლებიც 29 წლის ფეხბურთელს სასურველ კონტრაქტს სთავაზობდნენ.
რამდენიმე საათის წინ კი ცნობილმა გამოცემამ Gazzetta dello Sport-მა განაცხადა, რომ იტალიურმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონთან შეთანხმებას მიაღწია. როგორც წყარო სძენს, პოგბა “ბიანკონერისთან” 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ანაზღაურება წელიწადში 7,5 მილიონი ევრო იქნება.
ნახევარმცველის ხილვა საკუთარ რიგებში ფრანგულ მხარესაც სურდა, თუმცა როგორც სჩანს პოლმა გადაწყვეტილება მიიღო და ის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ტურინის “იუვენტუსს” შეუერთდება.