ჰარი მაგუიერი

ჰარი მაგუაიერი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადმოსვლის, შემდეგ ჩამოყალიბდა ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად მსოფლიოში. თუმცა, მისი მწვერვალისკენ მიმავალი გზა ყოველთვის მარტივი არ ყოფილა.

მაგუაიერის საკლუბო კარიერა იწყება მაშინ, როდესაც იგი 18 წლის ასაკში ჩაირიცხა „შეფილდ იუნაიტედში“  და 2011 წელს მისი დებიუტი შედგა „კარდიფ სიტის“ წინააღმდეგ. მან ხუთი მატჩი ჩაატარა „შეფილდ იუნაიტედის“ 21 წლამდელთა გუნდში, შემდეგ კი გადავიდა ძირთად გუნდში, სადაც 166 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 12-ჯერ მოახერხა გოლის გატანა.

ბევრი გუნდი აკვირდებოდა ახალგაზრდა ინგლისელ მცველს და საბოლოოდ მისი გადაბირება „ჰალ სიტიმ“ მოახერხა. ჰარი იქ გამოცდილებას აგროვებდა ისეთ მცველებთან ერთად, როგორებიც იყვნენ : ჯეიმს ჩესტერი, კერტის დევისი და მაიკლ დოუსონი.

2014/15 წლებში მაგუაიერი იჯარით წესით შეუერთდა „უიგან ატლეტიკს“. მეორე ნახევარში კი იგი კლუბს დაუბრუნდა და ჰარის შესანიშნავი თამაშის წყალობით დაცვაში „ჰალ სიტი“ პრემიერ ლიგაში დაბრუნდა.

2016/17 წლებში „ჰალ სიტი“ ისევ დაქვეითდა ჩემპიონშიპში, თუმცა ინგლისელი მცველი გუნდის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. შემდეგ კი ამ ამბებს დაემატა მისი ტრანსფერი „ლესტერ სიტიში“.  მან ხუთი გოლის გატანა მოახერხა მელიების მაისურით. იმავე წელს იგი ინგლისის ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს. 

მაგუაიერი პრეიერ ლიგაში ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად ჩამოყალიბდა. მან ჩაატარა არაჩვეულებრივი მატჩები მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მეოთხედფინალში შეძლო გოლის გატანა შვედეთის წინააღმდეგ.

2019 წლის  5 აგვისტოს  გადავიდა „მანჩესტერ იუნაიტედში“ 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ და გახდა ყველა დროის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მცველი.  6 თვის შემდეგ,  დაინიშნა გუნდის კაპიტნად 2020 წლის 17 აინვარს, როდესაც ეშლი იანგი მილანის ინტერში გადავიდა.  მისი სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა FA CUP-ზე „ტრანმერ როვერსის“ წინააღმდეგ. იმ თამაშში „მანჩესტერმა“ 6-0 იმარჯვა. შემდეგ კაპიტანმა მნიშვნელოვანი თავური გოლი გაიტანა სტენფორდ ბრიჯზე „ჩესლის“ წინააღმდეგ და დაახლოვა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონას. იმ სეზონში „მანჩესტერმა“  მესამე ადგილი დაიკავა პრერმიერ-ლიგაში, სადაც გადამწყვეტი მატჩი მოიგეს „ლესტერის“ წინააღმდეგ 2-0.

შემდეგ სეზონში კი „მანჩესტერმა“ გააუმჯობესა თავის შედეგი და გუნდი პრემიერ ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა. მიუხედავად კარგი სეზონისა ჰარიმ უმნიშვნელოვანესი მატჩი გამოტოვა ტრამვის გამო ევროპა ლიგაზე „ვილიარელის“ წინააღმდეგ, სადაც გუნდი თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა.