პირველი ინტერვიუ ლისანდრო მარტინესთან



პირველი ინტერვიუ ლისანდრო მარტინესთან:

• ერიკ ტენ ჰაგის შესახებ:

სამი წელი გავატარე მასთან "აიაქსში" და ვიცი მისი თამაშის სტილი. მისი ხელმძღვანელობით სიმართლე გითხრათ ძალიან გავაუმჯობესე თამაში. ის ახლა აქ არის მანჩესტერ იუნაიტედში, ასე რომ მე მქონდა შესაძლებლობა კვლავ მემუშავა მასთან. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს კარიერაში.

რა თქმა უნდა, მას აქვს ძალიან ინტენსიური კარგი ფეხბურთი და ასევე გამარჯვებულის მენტალიტეტი, ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია. თითოეულმა მოთამაშემ ნათლად უნდა გაიგოს რას აკეთებს. ასე რომ ვფიქრობ რომ მასთან ერთად შეგიძლია ისწავლო ყოველდღე, 

აიაქსში 120 თამაში ვითამაშე და რა თქმა უნდა ბევრი ვისწავლე. როცა "აიაქსში" მივედი, 21 წლის ვიყავი ახლა კი 24-ის ვარ. ასე რომ, დიახ, ბევრი რამ ვისწავლე. ახლა ვგრძნობ რომ მეტი გამოცდილებით ვთამაშობ.

ძალიან მსიამოვნებს ჩემი თანაგუნდელების დახმარება, მაგრამ მე საუკეთესო მინდა ყველა მოთამაშისთვის. თუ ყველა ფორმაშია და ყველა კარგ ფიზიკურ კონდიციაშია მაშინ ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ,  რადგან 11 მოთამაშით შეგვიძლია მოგება მხოლოდ, ამიტომ აუცივლებელია ყველამ კარგად ითამაშოს გუნდში

ძალიან აგრესიული ვარ, მოგება მიყვარს. მოგებისთვის ყველაფრერს გავაკეთებ. ასევე მე კარგი მეგობარი ვარ!

ჩვენი არგენტილური კულტურა სავსეა ვნებებით, განსაკუთრებით ფეხბურთის კუთხით.  14 წლის ასაკში დავტოვე სახლი. ამ ეტაპზე თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა და მზად იყოთ ყველანაირი გამოწვევისთვის. 14 წლის ასაკში უნდა იყოთ მამაკაცი.  თქვენ უნდა იბრძოლოთ ყველაფრისთვის: საკვებისთვის, ოჯახისთვის, გუნდისთვის. მაშინ ხვდები, რა მძიმეა ცხოვრება.

თავიდან ბევრს არ სჯეროდა ჩემი. ასე რომ, დიახ, არგენტინა რთულია, განსაკუთრებით დასაწყისში. როცა ფეხბურთის თამაშს იწყებ, თითქოს ზუსტად არ იცი გახდები თუ არა პროფესიონალი.

საკუთარი თავის გჯერა, მაგრამ ფეხბურთში ნაბიჯის გადადგმა მაინც რთულია, რადგან ეს დიდი ნაბიჯია. იოლი არ არის იმის ფიქრი, რომ ერთ დღეს მანჩესტერ იუნაიტედში ვითამაშებ, წარმოიდგენელია მაგრამ როგორ ხედავთ მიუღწეველი არაფერია

ყველა თამაშში, ყველა ვარჯიშზე ჩემს 100 პროცენტს დავდებ დარწუნებული ვარ გუნდიც ასე იქნება, ჩვენ გუნდურად ვითამაშებთ.

ვიცნობ მანჩესტერ იუნაიტედის ფანებს, ვუყურე ბევრ ვიდეოს და როცა ვუყურებ მანჩესტერის თამაშებს ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრები ძალიან ემოციურად გამოიყურებიან  მე მიყვარს ეს ვნება და ემოციები, რადგან ფეხბურთიც ამ ემოციებზეა.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis