Marca-ს რეპორტიორის ლუის როხოს თქმით, “მანჩესტერ იუნაიტედმა” ფრენკი დე იონგის თაობაზე “ბარსას” პირველი შეთავაზება გაუკეთა.
ინგლისური გრანდი ესპანელებს 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს სთავაზობს პლიუს 20 მილიონს ბონუსებით.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერიკ ტენ ჰაგი ყველაფერს აკეთებს, რათა თანამემამულე ოლდ ტრაფორდზე გადასვლაში დაარწმუნოს.
თავად ფეხბურთელი საჯაროდ აცხადებს “ბარსელონაში” დარჩენის სურვილს. თუმცა, კატალონიელებს ფინანსური პრობლემების გამო შეიძლება მათი გაყიდვა მოუწიოთ.