იუნაიტედმა მარკუს რაშფორდი ტრანსფერზე დააყენა

მარკუს რაშფორდი კლუბმა ტრანსფერზე დააყენა, კლუბი აპირებს იანვარშივე გაიყიდოს ფეხბურთელი.

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კლუბში „კულტურული გადატვირთვის“ და სტანდარტების დაბრუნების აუცილებლობის ფარგლებში, რომელიც „უკვე 10 წელია ეცემა“.

[🦁] ჯეიმი ჯექსონი, The Guardian

🔴ამორიმ გადაწყვიტა რომ რაშფორდი უნდა წავიდეს რადგან ეს აუცივლებელია კლუბის კულტურაში ცვლილების პროვოცირებისთვის, ეს ეხება როგორც საფეხბურთო ისე არაფეხბურთის პერსონალებსაც.

🔴სერ ჯიმ რეტკლიფი თვლის რომ მანჩესტერ იუნაიტედში მგზავრები არ უნდა იყოს, და მზადაა განშორდეს მარკუს რაშფორდს, როგორც კულტურული გადატვირთვის ნაწილი, რომელიც აუცილებელია კლუბის გარდაქმნისთვის და განვითარებისთვის.

🔴რეტკლიფი თვლის რომ მას შემდე რაც სერ ალექს ფერგიუსონმა თანამდებობა დატოვა 2013 წლის მაისში, იუნაიტედში ფასეულობების ვარდნა შეინიშნება. ოქტომბერში ერიკ ტენ ჰაგის გათავისუფლების შემდეგ ამორიმის კანდიდატურის შეფასებით, რატკლიფზე შთაბეჭდილება მოახდინა პორტუგალიელის მზადყოფნამ განეხორციელებინა საჭირო ცვლილებები.

🔴რეტკლიფი თვლის რომ წინა მენეჯერები ცდილობდნენ რევოლუციის განხორციელებას, მაგრამ მათ ხელი შეუშალა მხარდაჭერის ნაკლებობამ კლუბის მფლობელებისგან – და დარწმუნებულია რომ ახლა სხვაგვარად იქნება ყველაფერი.

[🦁] ჯეიმი ჯექსონი, The Guardian

Leave a comment