რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრიშტიანუ რონალდუს აგენტი, ხორხე მენდეში შეხვდა “ჩელსის” ახალ მფლობელს, ტოდ ბოილს, რათა განეხილათ პორტუგალიელის შესაძლო ტრანსფერი “ლურჯებთა” რიგებში.
თუმცა, როგორც წყარო MEN-ი ციტირებს, “მანჩესტერ იუნაიტედის” წარმომადგენლები არ გეგმავენ ამ ზაფხულს 37 წლის ფეხბურთელის გაყიდვას და დიდი ალბათობით რონალდუ მომდევნო სეზონში ოლდ ტრაფორდზე დარჩება.
“წითელ ეშმაკებთან” დაახლოებულმა წყარომ MEN-ს განუცხადა: “კრიშტიანუ არ იყიდება. ის ჩვენთან დარჩება მომდევნო სეზონშიც.”
ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება რონალდუს მომავალთან დაკავშირებით, თუმცა როგორც სჩანს ევროპის ჩემპიონი კიდევ ერთი წლით დარჩება ინგლისურ გრანდში.