“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი ფაკუნდო პელისტრს შანს მისცემს წინასასეზონო მატჩების დროს, იტყობინება სანდო ბრიტანული წყარო MEN-ი.
20 წლის ფეხბურთელი გუნდთან ერთად წავა აზიისა და ავსტრალიის ტურზე და მიიღებს შანს, რომ მოახდინოს შთაბეჭდილება ნიდერლანდელზე.
52 წლის სპეციალისტი გადახედავს ფაკუნდოს თამაშს და შემდეგ გადაწყვეტს, დატოვოს თუ გაასხვისოს იგი სხვა კლუბში.
ურუგვაელმა ეს სეზონი იჯარით “ალავესში” გაატარა, რომელიც ლა ლიგაში დარჩენისთვის იბრძოდა. ამისდა მიუხედავად პელისტრი მთელი სეზონის განმავლობაში კარგად გამოიყურებოდა და ეროვნულ ნაკრებში ადგილიც კი დაიმსახურა.
