"ლაციო" ფეხბურთელში 100 მილიონს ითხოვს - ვისი დამატება სურს "მანჩესტერ იუნაიტედს" ?


"მანჩესტერ იუნაიტედს" ზაფხულში გამოცდილი ნახევარმცველის დამატება სურს. ერთ-ერთ ვარიანტად ამ პოზიციაზე სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი განიხილება, რომლის საკუთარ რიგებში ხილვა ასევე ფრანგულ კლუბს პსჟ-ს სურს.


 გუშინ გავრცელებული ინფორმაციით ინგლისურმა გრანდმა "ლაციოს" 55 მილიონი ევრო შესთავაზა 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ. თუმცა, იტალიური კლუბის პრეზიდენტმა (ლოტიტომ) ეს შეთავაზება უარყო. როგორც ცნობილი ჟურნალისტი ალფრედო პედულა იტყობინება "ლაციოს" პრეზიდენტმა ინგლისური გრანდის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მილინკოვიჩ-სავიჩის სანაცვლოდ იგი 100 მილიონ ევროს ითხოვს და მხოლოდ ამ თანხის სანაცვლოდ შეელევა გუნდი თავის ლიდერს.


სერბი ფეხბურთელი "არწივებს" 2015 წელს შეუერთდა. მას შემდეგ იგი გუნდისთვის მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბდა ჩირო იმობილესთან ერთად. ამ სეზონში ნახევარმცველის ანგარიშზე 37 მატჩში 11 გოლი და 11 შედეგიანი გადაცემაა.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis