ტედი შერინგემი: "მე რომ მანჩესტერის პრეზიდენტი ვიყო ამას გავაკეთებდი"

Manchester Evening News-სთან საუბრისას "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ ტედი შერინგემმა განაცხადა:


"მანჩესტერ იუნაიტედს სჭირდება მინიმუმ ორი თავდამსხმელი. ვიცი, რომ მათ ჯერ კიდევ ჰყავთ მარკუს რეშფორდი. თუმცა, გუნდმა უნდა იყიდოს სულ მცირე ორი თავდამსხმელი. ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც გუნდიდან წასვალ სურდა, ეს იყო ჰარი კეინი. ვფიქრობ, ის იდეალური ვარიანტი იქნება. 

მე რომ მანჩესტერ იუნაიტედის პრეზიდენტი ვიყო, ბანკს გავტეხავდი, რომ ის მომეყვანა გუნდში. თუმცა, სურს მას ოლდ ტრაფორდზე ისევ გადმოსვლა? თუ გავითვალისწინებთ როგორ ვითარდება კლუბი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მაგრამ ვინმესთვის ძალიან რთული იქნება ასეთი კლუბისთვის უარის თქმა, რადგან ეს ფანტასტიკური, ეს უდიდესი კლუბია." - განაცხადა ტედი შერინგემმა.


წინა სეზონში ფეხბურთელს სურდა "ტოტენჰემის" დატოვება. მისით დაინტერსებული კი თანაქალაქელი "მანჩესტერ სიტი" იყო. თუმცა, ინგლისურმა გრანდმა დაიმატა უკვე 21 წლის ცენტრფორვარდი ერლინგ ჰოლანდის სახით. ჰარი კეინს კი არამგონია სურდეს "იუნაიტედში" გადასვლა, რადგან "ტოტენჰემი" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს "წითელი ეშმაკებისგან" განსხვავებით.



კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis